ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო 2 დღის განმავლობაში კრემლმა სამი საერთაშორისო სამხედრო ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება


ბოლო 2 დღის განმავლობაში კრემლმა სამი საერთაშორისო სამხედრო ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება.ერთ-ერთი მათგანი ეხება შუა აზიის მნიშვნელოვან საჰაერო სამხედრო ბაზას , რომელსაც აშშ-ი იყენებს სამხედრო ოპერაციებისთვის ავღანეთში. ექსპერტთა აზრით ეს არის რუსეთის მცდელობა ევრაზიაში გაზარდოს თავისი გავლენა.რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება შეიქმნას სრაფი რეაგირების ერთობლივი ძალები. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაწიის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები კრემლში გამართულ სამიტზე შეხვდნენ ერთმანეთს. ამ ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. კრემლში განიხილეს ის მექნიზმები, რომლებიც მიმართული იქნება ფართო მასშტაბის გამოწვევებისა და საფრთხის წინააღმდეგ. მედვედევმა განცხადა, რომ ყველა ლიდერი შეთანხმდა იმაზე, რომ უნდა შეიქმნას კოლექტიური სამხედრო ძალები.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა დასძინა, რომ ახალი ტიპის სამხედრო კავშირი გააძლიერებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობებს და მიმართული იქნება ტერორიზმის, საერთაშორისო სსისხლის სამართლის დანაშაულებებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ტრაფეკინგის წინააღმდეგ.

სამშაბათს მედვედევისა და ლუკაშენკოს შეხვედრისას ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის

XS
SM
MD
LG