ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კამიკაძე ტერორისტის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა


ერაყის ოფიციალურ პირთა განცხადებით,დიალას ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში კამიკაძე ტერორისტის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტული აქტი ზუსტად იმ დღეებში განხორციელდა,როცა ერაყი 2005წლის მერე პირველად ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ელოდება.კენჭისყრის საბოლოო შედეგები დღეს გვიან ღამით გაცხადდება და როგორც კანონმდებლები ვარაუდობენ, პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკის კანდიდატურა აშკარა უპირატესობით გამოირჩევა.

პოლიციამ ანბარის პროვინციის დასავლეთ ნაწილში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა მას მერე,რაც ადგილობრივი დასახლებული ტომების ლიდერებმა შაბათს -არჩევნების დღეს გაყალბების ფაქტები დააფიქსირეს. ამერიკის შეერთებული შტატები და ერაყის მთავრობა აფრთხილებს მოსახლეობას,რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძალადობის ფაქტებს იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილი დარჩება. წინააღმდეგობა უფრო მეტად სუნიტებით დასახლებული პროვინციებშია მოსალოდნელი .სუნიტები ერაყის მოსახლეობის ის ნაწილია,რომელმაც თავის დროზე 2005წლის არჩევნებსაც ბოიკოტი გამოუცხადა.ამერიკის შეერთებული შტატები და ერაყის მთავრობა იმედოვნებს,რომ შაბათს ჩატარებული არჩევნების შედეგები ერაყის ეთნიკურ და სექტანტურ ჯგუფებებს შორის ძალებს თანაბრად გადაანაწილებს .

XS
SM
MD
LG