ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკის ჯარებსა და თამილ მეამბოხეებს შორის მიმდინარე ომის შედეგად იზრდება მსხერპლი


გაეროს განცხადების თანახმად, სულ უფრო იზრდება მსხერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში შრი ლანკის ჯარებსა და თამილ მეამბოხეებს შორის მიმდინარე ომი შედეგად. ათი ათასობით ადამიანი ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ჯუნგლებში მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არის მომწყვდეული.

შრი ლანკაში გაეროს წარმომდგენლის გორდონ წაისის განცხადებით, სამშაბათს მიმდინარე ბრძოლებისას სულ ცოტა 52 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 80 დაიჭრა.

მისი თქმით, გამუდმებულმა საარტილერიო დაბომბვამ აიძულა სამაშველო ორგანიზაციები დაეხურათ საომარ რაიონში მდებარე უკანასკნელი საავადყოფო. ამ საავადყოფოს დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. შრი ლანკის მთავრობა და მეამბოხეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ამის გამო.

XS
SM
MD
LG