ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში წამოყენებულ ეკონომიკის მასტიმულირებელ  გეგმას სავარაუდოდ  დღეს უყრიან კენჭს


აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რეიდმა განაცხადა, რომ სენატში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წამოყენებულ ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმას სავარაუდოდ დღეს უყრიან კენჭს . საბოლოო კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყდა რაც ოთხშაბათს ერთსულავნად მიიღეს შესწორება გეგმაში , რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 15 ათასი დოლარის დახმარების გამოყოფას უძრავი ქონების ყიდვის მსურველთათვის . რესპუბლიკელი სენატორის ჯონი ისაკსონის მიერ წამოყენებული ეს წინადადება ობამას 900 მილიარდიან გეგმას დამატებითად კიდევ 19 მილიარდ დოლარს შეჰმატებს.

სენატმა აგრეთვე ერსულავნად დაამტკიცა ინიციატივა „იყიდეთ მხოლოდ ამერიკული“, რომელიც მანამდე წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს.ამ ინიციატივის მიხედვით იმ საზგადოებრივი პროექტების განხორციელებაში , რომლებიც ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმის ფონდიდან ფინანსდება უნდა მოიხმაროს მხოლოდ ამერიკული წარმოების მასალები უნდა იქნას გამოყენებული.ცვლილება რომელიც მიიღეს შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ ვალდებულებებთან , რომელიც აშშ-ს აღებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით.

ამ ინიციატივის მომხრეები ამტკიცებენ რომ ეს გამოიწვწვს ამერიკული წარმოების სტიმულირებას, ხოლო პრეზიდენტი ობამა და სხვა კრიტიკულად განწობილი კანონმდებლები თვლიან , რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სავაჭრო სფეროში ომი.

XS
SM
MD
LG