ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკის მშვიდობიან მოსახლეობაში  მსხვერპლი იზრდება



გაეროს განცხადების თანახმად, სულ უფრო იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში შრი ლანკის ჯარებსა და თამილ მეამბოხეებს შორის მიმდინარე ომი შედეგად. ათი ათასობით ადამიანი ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ჯუნგლებში მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არის მომწყვდეული.

შრი ლანკაში გაეროს წარმომდგენლის გორდონ ვაისის განცხადებით, სამშაბათს მიმდინარე ბრძოლებისას სულ ცოტა 52 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 80 დაიჭრა.

მისი თქმით, გამუდმებულმა საარტილერიო დაბომბვამ აიძულა სამაშველო ორგანიზაციები დაეხურათ საომარ რაიონში მდებარე უკანასკნელი საავადყოფო. ამ საავადყოფოს დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. შრი ლანკის მთავრობა და მეამბოხეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ამის გამო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს ,რათა მშვიდობიან მოსახლეობას საომარი მოქმედებების რაიონის დატოვების საშუალება მიეცეს.

XS
SM
MD
LG