ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბაშირს დარფურის გენოციდში ადანაშაულებენ


ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯუნტაომ სუდანის პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა. ომარ ალ ბაშირს შეიძლება მოუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამრთლოს წინაშე წარდგომა გენოციდის ბრალდებით. დღეს ჩინეთის პრეზიდენტმა გამოქვეყნებულ მიმართვაში ჩინეთისა და სუდანის 50 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ აღნიშნა. მისი თქმით,ჩინეთი პატივს სცემს სუდანის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიალურ მთლიანობას. ჩინეთი სუდანის ნავთობის ძირითადი მომხმარებელია. უფლებების დაცვის ორგანიზაციები აკრიტიკებენ ჩინეთის მთავრობას სუდანის ნავთობით ვაჭრობის ხელშეწყობაში, საიდანაც მოგებული თანხის ნაწილს სუდანის მთავრობა დარფურში მეამბოხეებთან საომრად იყენებს. საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები ადანაშაულებენ პრეზიდენტ ბაშირს დარფურში წარმოებული მკვლელობების, გაუპატიურებებისა და დეპორტაციების ორგანიზებაში.ისინი სთხოვენ მოსამართლეებს მისი დაპატიმრებაზე სანქცია გასცენ.


XS
SM
MD
LG