ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია ახალ კანონს ამუშავებს


ობამას ადმინისტრაცია აპირებს ახალი კანონის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც იმ ბანკების აღმასრულებელი დირექტორების ხელფასებისლიმიტირება დაწესდება , რომლებიცსახელმწიფო დახმარებას იღებენ.ლიმიტი მათ 500 000 დოლარი წლიური შემოსავლის სახით დაუწესდებათ.ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ბარაკ ობამა და ხაზინის დეპარტამენტის უფროსი ტიმოთი გეიტნერი კანონს ლიმიტირების შესახებ დღეს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებენ. ამ ზომების გატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარებიდან უოლ სტრიტის ფირმებმა 18 მილიარდი დოლარის ოდენობის წამახალისებელი ფულადი თანხები დაარიგეს გასულ წელს.ობამამ ამ საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა.


XS
SM
MD
LG