ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში ამერიკული სამხედრო ბაზა უქმდება


ყირგიზეთის მთავრობამ კანონპროექტი წარუდგინა პარლამენტს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის შორიახლოს არსებული ამერიკული სამხედრო ბაზის გაუქმების თაობაზე. თუმც აშშ-ის საელჩომ ყირგიზეთში აღნიშნა, რომ მათ არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ ამის თაობაზე. ამერიკული სამხედრო ბაზა ყირგიზეთში 2001 წელს ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით გაიხსნა. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ეს განცხადება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც მას 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა დაჰპირდა. პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ როგორც სჩანს რუსეთი ცდილობს ამ რეგიონში ამერიკის ზეგავლენა შეამციროს.

XS
SM
MD
LG