ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატები ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის განხილვას შეუდგნენ


მსოფლიოს 6 წამყვანი ქვეყნის დიპლომატები ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის განხილვას შეუდგნენ, მას შემდეგ რაც თეირანმა თავისი პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში. საფრანგეთის, რუსეთის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის და გერმანიის წარმომადგენლები ქალაქ ვაისბადენში შეიკრიბნენ, რათა ირანი როგორმე აიძულონ შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამა.
ამ საკითხზე აღნიშნული ქვეყნების ელჩები პირველად შეიკრიბნენ ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან ორბიტაზე ირანული სატელიტის გამოჩენის გამო ,რადგან იმავე რაკეტას რომელმაც ხელოვნური თანამგზავრი კოსმოსში გაიყვანა ბირთვული ქობინის ტარებაც შეუძლია.
XS
SM
MD
LG