ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მთავრობამ  ბრიტანეთში  ვენ ჟიაბაოს მისამართით  ფეხსაცმლის სროლის ფაქტს  „ამაზრზენი“ უწოდა


ჩინეთის მთავრობამ ბრიტანეთში ვენ ჟიაბაოს მისამართით ფეხსაცმლის სროლის ფაქტს „ამაზრზენი“ უწოდა და განაცხადა,რომ ეს ინციდენტი ამ ორი ქვეყნის მეგობრობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. ინციდენტი ამ ორი ქვეყნის მეგობრობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. ორშაბათს კემბრიჯის უნივერსიტეტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრს ვენ ჟიაბაოს ,რომელიც ეკონომიკური კრიზისის შესახებ საუბრობდა,ერთმა დამსწრემ სტვენით უპასუხა. ამის შემდეგ განრსხებული პროტესტანტი დარბაზში მსხდომებს მიუბრუნდა ,გაკიცხა იმის გამო ,თუ როგორ შეეძლოთ მსგავსი ტყუილებისთვის ესმინათ და ჩინეთის ლიდერს ფეხსაცმელი ესროლა. დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა იმის შესახებ,რომ პეკინი წუხილს გამოთქვამს მომხდარის ფაქტის გამო. მან აგრეთვე დასძინა,რომ ბრიტანეთის ოფიცილურ პირთა განცხადებით, ადამიანი,ვინც ეს აქტი ჩაიდინა კანონის შესაბამისად აუცილებლად დაისჯება.

ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით,პროტესტანტს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო ბრალი უკვე დასდეს. აღსანიშნავია,რომ ჩინეთის მედიამ ბრიტანეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მედიაში არანაირი ინფორმაცია არ გაავრცელა.

XS
SM
MD
LG