ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეხვდება ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს


დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეხვდება ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

კლინტონი დავიდ მილიბანთან და ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერთან ცალცალკე შეხვედრებისას განიხილავს სიტუაციას ავღანეთში და ირანის ბირთვულ პროგრამას.ორშაბათს კლინტონი გეგმავს ქვეყნის გარეთ თავის პირველ მოგზაურობას სახელმწიფო მდივნის რანგში.იგი ვიზიტით ეწვევა იაპონიას, სამხრეთ კორეას და ჩინეთს.ოფიციალური პირების განცხადებით ვიზიტის მიზეზი სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან მჭიდრო კავშირის დადასტურებაა, ხოლო ჩინეთთან მოხდება არსებული დაძაბული ურთიერთობების გადახედვა.სამივე შეხვედრის დროს განიხილება აგრეთვე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა.


XS
SM
MD
LG