ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დაკავებულია 17 ეჭვმიტანილი თალიბი მეამბოხე


ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიციალური პირების განცხადებით დაკავებულია 17 ეჭვმიტანილი თალიბი მეამბოხე. მათ ბრალი ედებათ ქაბულში განხორციელებული ტერაქტების მოწყობაში.

დღეს ეროვნული უშიშროების დირექტორატის განცხადებით, დაკავებულთა შორის ლიდერი, 23 წლის პაკისტანური წარმოშიბის ახალგაზრდაა, რომელმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში 6 ტერორისტული აქტის ორგანიზება მოახდინა.მათივე განცხადებითეჭვმიტანილები დააკავეს 17 იანვარს კამიკაძე ტერორისტის მიერ გერმანიის საელჩოსთან ბომბის აფეთქებიდან რამოდენიმე დღეში. ინცინდენტის შედეგად მაშინ 4 ავღანელი მშვიდობიანი მოსახლე და ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. საერთო ჯამში ჯგუფის ტერორისტულ აფეთქებებს 20 ავღანელი მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა და 120-მდე დაშავდა. სამ ეჭვმიტანილს სამართალდამცავები კვლავ ეძებენ.

XS
SM
MD
LG