ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„იყიდეთ მხოლოდ ამერიკული“ 



გასულ კვირას წარმომადგენლების პალატამ ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა აბსოლიტური მხარდაჭერით დაამტკიცა.ამით კიდევ ერთხელ გაესვახაზი ფაქტს,რომ ობამას ადმინისტრაცია და კონგრესის მაკონტროლებელი დემოკრატების პარტია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით მოქმედებენ. აღსანიშნავია ,რომ კონგრესის ორივე პალატის მასტიმულირებელი გეგმა ეკონომიკის სამომავლო გაძლიერების მიზნით , საზოგადოებრივ სამუშაოებზე ამერიკული ფოლადისა და სხვა მსგავსი პროდუქტების მოხმარებას ითვალისწინებს. ამ გეგმას ამერიკაში პირობითად „იყიდეთ მხოლოდ ამერიკული“ უწოდეს .თეთრი სახლისპრესმდივნის რობერტ გიბსის განცხადებით,ეკონომიკის გაჯანსაღებისამ სტრატეგიასთეთრი სახლი შემდეგნაირად აფასებს:„ადმინისტრაცია გადახედავს გეგმის ამვარიანტს და დასკვნებს მხოლოდ შემდეგ გააკეთებს“ . ციტატის დასასრული


ამერიკაში მხოლოდ შიდა პროდუქციის მოხმარების იდეას ამერიკის პროფესიული კავშირები კარგა ხანიამხარს უჭერენ. ბარაკ ობამაც საპრეზდიენტო არჩევნებისას ამ გეგმას აბსოლიტურ თანადგომასუცხადებდა. ოჰაიოს სენატორი შეროდ ბრაუნიც კონგრესში ამ იდეას დადებით შეფასებას აძლევდა: „ მასტიმულირებელი გეგმის აუცილებელი პირობაა ახალი სამუშაო ადგილებიშეიქმნას.ამისათვის კი ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა დაიწყოს მხოლოდ ამერიკული პრუდუქციის გამოყენება". ციტატის დასასრული

მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურპირთა განცხადებით,ამ გეგმამ შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გააწბილოს და ამერიკის საექსპორტო პროდუქციის წინააღმდეგ სამაგიეროს გადახდით მოტივირებული ქმედებებისაკენ უბიძგოს.კანადის პარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის მდივანმა ჯერალდ კედიმ განაცხადა,რომ ამერიკაში გეგმის „იყიდეთ მხოლოდ ამერიკულის“ განხორციელება ჩრდილოეთ ამერიკას,მექსიკასა და კანადას შორის დადებულ თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებას დაარღვევს: „ჩვენ ვიმედოვნებთ,რომ ამერიკელები საერთაშორისო ვაჭრობის მიმართ ვალდებულებების ერთგულნი დარჩებიან“. ციტატის დასასრული

ონტარიოს პროვინცია კანადაში ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებული ადგილია.პროვინციის გამგებლის დალტონ მაკგუინტის აზრით, გეგმა “იყიდეთ მხოლოდ ამერიკული“ არცერთ მხარეს სათითაოდ არ მოუტანს სარგებელს.მისი განცხადებით,გლობალურ რეცესიას მსოფლიოს ქვეყნები მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით გადაურჩებიან.


ამ მოსაზრებას ამერიკის ბიზნეს ჯგუფიც ეთანხმება. ვიდრე ზოგიერთმა პროფესიულმა კავშირმა გეგმის “იყიდეთ მხოლოდ ამერიკულის“ ადგილობრივ მოწინააღმდეგებს „ეკონომიკის მოღალატეები“ უწოდა,ამერიკის სავაჭრო პალატამ თავისუფალი ვაჭრობის დაცვის მიზნით მსგავს ტენდენციას „ეკონომიკური პატრიოტიზმი“ შეარქვა.ამერიკის სავაჭრო პალატის აზრით, სავაჭრო ბარიერების დაწესება ხელს შეუწყობსამერიკასა და სხვა ქვეყნებში პროტექციონიზმის აყვავებას. ამის ნათელი მაგალითია 30იან წლებში ამერიკაში - დიდი დეპრესიის დროს აკრძალვებისშედეგადმიღებული გაცხოველებული კონტრაბანდა და პროტექციონიზმი. პრეზიდენტ ობამას სულ მალე მოუწევს სავაჭრო პრობლემების დეტალებზე საუბარი.


საპრეზიდენტო კანდიდატობის დროს ბარაკ ობამასმკაცრად აკრიტიკებდნენ შერეული განცხადებების გამო. მაშინ ბარაკ ობამა ხშირად საუბრობდაჩრდილოეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადახედვაზე: „მე უსამართლო სავაჭრო გარიგებებზე ,რაც "ნაფტას" შემთხვევაში ხდება, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოარ დამიწყია საუბარი. უბრალოდ ნათლად ვხედავ, თუ რა მოხდება მაშინ,როცა ქარხნები დაიხურებადა ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩება“.ციტატის დასასრული


საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურად დასახელების შემდეგ ბარაკ ობამას ტონი შედარებით ზომიერი გახდა: „მე მჯერა ვაჭრობის შესაძლებლობების.ვაჭრობას შეუძლია განავითაროს ეკონომიკა და ჩვეულებრივი ამერიკელების ცხოვრება გაამჯობესოს’ ციტატის დასასრული


მას მერე,რაც ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდა, "ნაფთას" თემას აღარ შეხებია.მისი ადმინიატრაციაც ამერიკის ყველაზე მძლავრი პარტნიორის-კანადის სახელმწიფოსთან სავაჭრო ურთიერთობის დაძაბვისგან თავს იკავებს. თეთრი სახლის პრეს-მდივანიც საერთაშორისო საზოგადოებას გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის საერთო ბრძოლისაკენ მოუწოდებს. ამასობაში კი ეკონომიკური გეგმის მთავარი სტრატეგიის „იყიდეთ მხოლოდ ამერიკულის“მხარდამჭერი დემოკრატი კონგრესმენები უკან არ იხევენ და მტკიცედ სჯერათ,რომ გეგმა საბოლოოდ დამტკიცდება.


კანადის მთავრობის ოფიციალური პირები კი იმედს არ კარგავენ,რომ კანადის პროდუქტებისექსპორტირება ამერიკაში მაშინაც არ შეწყდება თუმასტიმულირებელ გეგმას კონგრესი დაამტკიცებს.

XS
SM
MD
LG