ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში დიდთოვლობის გამო საჰაერო რეისები უქმდება


დიდთოვლობამ დასავლეთ ევროპაში საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია.ამის შედეგად მილიონობით ადამიანს სახლში მოუწია დარჩენა.

ორშაბათს ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და ლონდონში 15 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლმა დადო.დაიხურა ჰითროუს აეოროპორტი და 250 სამგზავრო რეისი გადაიდო. ძლიერი ყინვის შედეგად ჰითროუს აეროპორტში ასაფრენი ბილიკები გაიყინა,რის შედეგადაც კვიპროსის ავიაკომპანიის თვითმფრინავი საფრენ ზოლზე დაშვებისას მოყინულ ტრასაზე მოსრიალდა.საბედნიეროდ შემთხვევას მგზავრები უვნებლად გადაურჩნენ.

ინგლისში დიდთოვლობასთან დაკავშირებით ასევე დაიხურა სკოლები. სინოპტიკოსების განცხადებით,თოვა დღეს გვიან ღამემდე გაგრძელდება.

თოვლის საფარმა ასევე პრობლემები შექმნა ჩრდილოეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე.აქაც ტრანსპორტისა და ავიარეისების შეფერხება აქვს ადგილი. პარიზში ორი აეროპორტი დაიხურა და ათეულობით შიდა და გარე რეისი გადაიდო.

XS
SM
MD
LG