ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონტრაქტების ფედერალური კომისია ომის დროს კონტრაქტების გაცემაზე იმსჯელებს


დღეს ამერიკული კომისია,რომელიც ერაყსა და ავღანეთს შორის საომარი კონტრაქტების გაფორმებაზე მუშაობს, პირველ მოსმენას გამართავს. კომისია იმ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ამ ორ კონფლიქტურ ზონაში სამთავრობო კონტრაქტების გაფორმებას, რეკონსტრუქციისა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

დამოუკიდებელი კომისია ასევე მოისმენს ერაყის რეკონსტრუქციაზე თავდაცვის დეპარტმანეტის,სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლების მოხსენებებს.

საინფორმაციო სააგენტოს „associated press”-ის განცხადებით, მთავრობის მხრიდან წარმომადგენლები კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას ყველა იმ შეცდომაზე,რაც ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ქვეყნის გარეთ არასწორი დაგეგმარებით,სუსტი ზედამხედველობითა და სიხარბის მიზეზით დაუშვეს.

აუდიტორები, გამომძიებლების და კონგრესის მოსმენის მხრიდან მიღებული დოკუმენტაცია ამტკიცებს,რომ სამხედრო კონტრაქტების გაფორმების შედეგად მილიარდობით დოლარი საეჭვოდ და უმიზნოდაა დახარჯული. 150 სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეა აღძრული არაკანონიერ ქმედებებზე,ქრთამისა და დატაცების ფაქტებზე.

XS
SM
MD
LG