შეერთებული შტატების ჯანდაცვის მდივნის ტომ დაშლის განცხადებით ის ბოდიშს უხდის საზოგადოებას რომ შეცდომა დაუშვა გადასახადების გადახდის დროს და ახლა 140 000 დოლარის დაბრუნება მოუწევს.
ის მზად არის ამ საქმესთან დაკავშირებით სენატის კომისიის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. ტომ დაშლი დღეს წარსდგება სენატის ფინანსური კომიტეტის წინაშე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მისი კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე.