ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სენატი პრეზიდენტ ობამას მასტიმულირებელ გეგმაზე მუშაობს


ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას 819 მილიარდ დოლარიანი მასტიმულირებელი პაკეტი გასულ კვირას ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.ამ ზომას არცერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა არ დაუჭირა მხარი.ახლა ჯერი სენატზეა, რომელმაც მასტიმულირებელი პაკეტის საკუთარ ვერსიას უნდა უყაროს კენჭი.ამჟამად რესპუბლიკელები ამერიკის სენატში უმცირესობაში არიან.ისინი გაფრთხილებას აკეთებენ, რომ თუ პრეზიდენტის ინიციატივაში ცვლილებები არ შევა, ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა სენატში ვერ გავა.

სენატის რესპუბლიკელი წევრები აცხადებენ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ წარმომადგენელთა პალატის ვერსიას ამჟამინდელი ფორმით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონი პრეზიდენტ ობამას ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია.ამ კანონმა ამერიკის დაღმავალი ეკონომიკა უნდა გააუმჯობესოს და სავარაუდოდ სამ მილიონამდე სამუშაო ადგილი შექმნას ამერიკაში.

სამხრეთ კაროლინადან რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ დე მნნტიმ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ობამას მასტიმულირებელი გეგმა მიუღებელია თავისი ამჟამინდელი ზომითა და მოცულობით.

“ეს გეგმა ფაქტობრივად ხარჯვის გეგმაა; ეს არ არის არანაირიმასტიმულირებელი გეგმა.პირიქით, დროებითია და რესურსებს გვიფლანგავს.ჩვენ უნდა გადავწვყიტოთ რამდენად გვინდა საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად დარჩენა, ან არადა მთავრობის მიერ მართული ქვეყანა რაც ამ გეგმის მიზანიცაა”.

ამერიკელი რესპუბლიკელები ამბობენ, რომ მათ გადასახადების კიდევ უფრო მეტი შემცირება სურთ და მეტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში.

XS
SM
MD
LG