ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ოლმერტი  პალესტინელებს დაემუქრა



ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი არაპროპორციული საპასუხო დარტყმით დაემუქრა პალესტინელებს იმ შემთხვევაში, თუ ღაზას სექტორიდან კვლავაც დაიბომბება რაკეტებით ისრაელის ტერიტორია. ისრაელის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა, რომ ისრაელს არ სურს ჰამასთან გაუთავებელ ომში ჩაერთოს, მაგრამ ჰამასის სარაკეტო თავდასხმები ამ ქვეყანას ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, ამიტომაც ეს ორგანიზაცია ძალზე მკაცრად უნდა დაისაჯოს. ისრაელის პოლიციის განცხადებით დღეს ჰამასმა კიდევ ორი რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით,რასაც მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ამასობაში ეგვიპტემ ღაზას საზღვარზე ვიდეო-კამერების დამონტაჟება დაიწყო, რათა აღკვეთოს იარაღის კონტრაბანდა ამ ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG