კენიის პრემიერ-მინისტრი რაილა ოდინგამ ძლიერი ხანძრის ადგილი მოინახულა, რომელმაც 111 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კენიის ხელისუფლების განცხადებით, ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, რაც მოსახლეობამ ავარიაში მოყოლილი ბენზინმზიდიდან საწვავის ამოღება დაიწყო.
კენიის პრეზიდენტმა საზოგადოებას უფრო მეტი აქტიურობისკენ და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისკენ მოუწოდა,რათა მოსახლეობამ შეიგნოს, რომ დაღვრილი საწვავის მოპოვება დიდ რისკთან არის დაკავშირებული. თვითმხილველთა განცხადებით, ხანძარი შესაძლოა ანთებულმა სიგარეტმაც გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.