ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ოპიუმის წარმოება  სავარაუდოდ დაიკლებს



ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წელს ავღანეთში ოპიუმის წარმოება სავარაუდოდ დაიკლებს. გაერთიანებული ერების ნარკოტიკებისა და დანაშაულის დეპარტამენტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოპიუმის ბაზრის სიუხვე, გვალვა და ხორბილს ფასების გაზრდა, სავარაუდოდ შეამცირებს ქვეყანაში ოპიუმის წარმოებას. ამავე მოხსენებაში ნათქვამია, რომ თუ მოსავალი ძირფესვიანად აღმოიფხვრება, იმ პროვინციების რაოდენობა, რომლებიც საბოლოოდ განთავისუფლდებიან ოპიუმის მოსავლისაგან, 18 დან 22მდე გაიზრდება. ავღანეთი მსოფლიოში არსებული ოპიუმის 90 პროცენტს აწარმოებს. ოპიუმი შედის ჰეროინის შემადგენლობაში. ქვყანაში არსებული ნარკო-ბიზნესი ასევე თალიბ მემამბოხეთა დაჯგუფებებს აფინანსებს. გაერთიანებული ერების ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ გასულ წელს ნარკოდილერებისგან თალიბ მეამბოხეთა დაჯგუფებებმა 500 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა მიიღეს.

XS
SM
MD
LG