ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა


ერაყის ოფიციალური პირები იმ მილიონობით ადამიანის ხმის რაოდენობას ითვლიან, ვინც შაბათს ერაყის რეგიონალურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

არაოფიციალური მაჩვენებლებით, დღეისათვის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი ლიდერობს. მას შეერთებული შტატებისა და ერაყის მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს.

საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებში ქვეყანაში ამომრჩეველთა 51 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ოფიციალური მაჩვენებლები და არჩევნების შედეგები კიდევ რამოდენიმე დღე არ გახდება ცნობილი.

ერაყისა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობით, არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ არჩევნები ერაყისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამით ქვეყანა პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ მომავლზე.

2005 წლის შემდეგ ერაყში შაბათს პირველად ჩატარდა არჩევნები. ეს დღე განსაზღვრავს ,თუ რამდენად სტაბილურია ქვეყნა. არჩევნებზე უსაფრთხოების ყველა ზომა იყო გამოყენებული. ამომრჩევლები 18 ადგილობრივი საბჭოდან 14 წარმომადგენელს ირჩევდნენ. ამ რეგიონალურ არჩევნებში 440 არსებულ ადგილზე 14 ათასზე მეტმა კანდიდატმა წარადგინა თავისი კანდიდატურა.

XS
SM
MD
LG