ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ გამოსვლაში ამერიკის ეკონომიკის კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრა


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შაბათის ყოველკვირეულ გამოსვლაში ამერიკის ეკონომიკის კრიზისთან დაკავშირებით დადებითდა უარყოფით სიახლეებზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით,ამერიკელები ჯერჯერობით ეკონომიკის დაღმასვლის უპრეცედენტო შედეგებს იმკიან, რაც 2008წლის ბოლოსთვისეკონომიკის ოთხი პროცენტითვარდნამ გამოხატა. რაც შეეხება დადებით სიახლეებს,პრეზიდენტი ობამას განცხადებით,ამერიკის ახალი ადმინისტრაციაიმ ახალ გეგმაზე მუშაობს,რომელიც ქვეყნისფინანსურ სექტორს ამ უკიდურესად რთული მდგომარეობიდან გამოიყვანს.პრეზიდენტ ობამასგეგმის კონკრეტულ დეტალები არ გაუმჟღავნებია,თუმცა განაცხადა,რომ ხაზინისმდივანი თიმ გეითნერი უახლოეს მომავალში იმ სტრატეგიას წარმოადგენს,რომლის მიხედვითაც მცირე ბიზნესის მწარმოებლებსა დაჩვეულებრივ ამერიკელ ოჯახებსკრედიტთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გაუიოლდებათ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ასევ მოუწოდა სენატს დაამტკიცოს მასტიმულირებელი გეგმა ,რაცამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოესი რამოდენიმე წლის მანძილზე სამი მილიონი სამუშაო ადგილისშენარჩუნებასა და შექმნას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ,რომ გასულ კვირას ამერიკის წამრომადგენლების პალატამ კონგრესში 800მილიარდიანი დახმარების გეგმა ერთხმად დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG