ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის საპრეზიდენტო  არჩევნებში ზომიერი ისლამისტური პარტიის  ლიდერმა გაიმარჯვა


სომალის საპრეზიდენტო არჩევნებში ზომიერი ისლამისტური პარტიის ლიდერმა გაიმარჯვა. დღეს ჯიბუტში სომალის პარლამენტმა ფარული კენჭისყრის შედეგად შეიქ შარიფის კანდიდატურა საბოლოოდ დაამტკიცა.

კანონმდებლებმა ამ კვირას პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმ მიზნით გაზარდეს,რომ შესაბამისად ზომიერი ისლამისტური პარტიის წევრთა რიცხვი პარლამენტში მომატებულიყო.

შეიქ შარიფი მანამდე იმ ისლამისტურ სასამართლოთა კავშირს მართავდა,რომელიც სომალის სახელმწიფოს უმეტეს ნაწილს 2006წლამდე აკონტროლებდა.გასულ წელს შეიქ შარიფმა მთავრობასთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო. მაგრამ უკომპრომისო ისლამისტურმა ფრთამ ეს სამშვიდობო გარიგება არ აღიარა და მისი მეამბოხეები განაგრძობდნენ ბრძოლას სომალის ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში.

რაც შეეხება სომალის მთავრობას,იგი აფრიკის გაერთიანებული ძალების რამოდენიმე ათასიანი ჯარის დახმარებით ამჟამად დედაქალაქის მხოლოდ რამოდენიმე ნაწილს აკონტროლებს. თვეების მანძილზე პარტიული დაპირისპირების შემდეგ, სომალის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი აბდულა იუსუფ აჰმედი გადაყენებას უყარა კენჭი,რომელიც გასული წლის დეკემბრის თვეში თავისით გადადგა.


XS
SM
MD
LG