ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ახალმა მთავრობამ  2008 წლის ბოლო სამი თვის ეკონომიკური  ანგარიში უნდა წარმოადგინოს


დღეს ეკონომისტების ვარაუდით ვაჭრობის დეპარტმანეტის ანგარიშში აღნიშნული იქნება, რომ ამერიკაში ბოლო ერთი წლის მანძილზე მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება ხუთი პროცენტით დაეცა,რაც ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 26წლის მანძილზე. ამერიკელები უკვე ცდილობენ ზედმეტი ფულის ხარჯვისგან თავი შეიკავონ,რაც ამერიკის ეკონომიკაზე ძალზე მტკივნეულად აისახება. ბიზნესის სფეროში დამქირავებლები იმ მიზნით,რომ ხარჯები შეამცირონ სამუშაო ადგილებეს კვეცავენ,რაც ამერიკაში უმუშევრობის ტალღას კატასტროფულად ზრდის. პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმედოვნებს,რომ ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.819მილიარდიან გეგმაში,რომელიც წარმომადგენელთა პალატამ გუშინ ერთხმად დაამტკიცა ,ასევე შედის ინფრასტრუქტურების პროექტებისა და გადასახადთა შემცირებაზე გათვლილითანხებიც. თუმცა სენატს ამ გეგმასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება აქვს და საკუთარ ვარიანტს ამუშავებს.

XS
SM
MD
LG