ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გალის რაიონში  მოსკოვი  სამხედრო ბაზას ააშენებს


გალის რაიონში მოსკოვი სამხედრო ბაზას ააშენებს მიუხედავდ ევროსაბჭოს რეზოლუციისა გალის რაიონის სოფელ ფიჩორში რუსეთს სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი გადაეცემა. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს ოკუპანტებისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის, რუსული პასპორტების დარიგების, სეპარატისტული ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა უკანონო გადაწყვეტილებების შესწავლას.

ევროსაბჭომ, მოგეხსენებათ, მიიღო რეზოლუცია, სადაც მოითხოვს მოსკოვისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას, ავალდებულებს რუსეთს იმუშაოს ახალი სამშვიდობო ძალების ფორმატის შექმნაზე ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აქტიური მონაწილეობით. სტრასბურგი მოსკოვს ასევე სთხოვს, გაიყვანოს ჯარი ახალგორიდან, ზემო აფხაზეთიდან, ცხინვალის გარშემო მდებარე ქართული ტერიტორიებიდან და სოფელ პერევიდან..გალის რაიონის სოფელ ფიჩორში დღემდე ქართული მოსახლეობა განათლებას ქართულ სკოლაში რებულობდა.” ამერიკის ხმა ” აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ბ-ნ ჯემალ გამახარიას გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ არის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩეული მათ შორის სოფელ ფიჩორის მოსახლეობის მიერ,იქ ჰყავს არა მხოლოდ ამომრჩეველი, არამედ ცხოვრობენ ახლო ნატესავები და და. მისივე თქმით სოფელი ჭარბი მიწებით არ გამოირჩევა, სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის ალბათ გლეხებს დამუშავებულ მიწებს წაართმევენ - ამბობს დეპუტატი. აფხაზეთის სამუდამო აღიარების რუსეთის მიერ ჯ.გამახარიას არ სჯერა, მისივე თქმით, არცერთი იმპერია სამუდამოდ არ არსებობდა და არც ეს იმპერია იარსებებს...


XS
SM
MD
LG