ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი აუქმებს სამხედო და პოლიტიკურ შეთანხმებებს სეულთან


ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები იმის თაობაზე, რომ ფხენიანმა ცალმხრივად გააუქმა ყველა პოლიტიკური და სამხედრო შეთანხმება სამხრეთ კორეასთან. ცნობებში აგრეთვე ნათქვამია, რომ ამის პარალელურად გაუქმდა ყველა პაქტი თავდაუსხმელობაზე, შერიგებაზე, ურთიერთთანამშრომლობაზე, დელეგაციების ურთიერთგაცვლაზე, რომელიც დადებული იყო სეულთან. ფხენიანმა განაცხადა, რომ უქმდება ყვითელ ზღვაზე გამავალი სადემარკაციო ზოლი, რომელიც კორეის ომის მიწურულს დადგინდა. შეგახსენებთ, რომ 1999-სა და 2002 წლებში ამ ხაზის პერიმეტრში შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. როგორც კორეული სახელმწიფოების მშვიდობია ნი გაერთიანების კომიტეტმა განაცხადა ამიერიდან ჩრდილოეთ კორეა ცალმხრივად იხსნის ველა ვალდებულებას ამ ხელშეკრულების შესრულებისა, რადგანაც, როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი სეულის მთავრობამ თავისი ქმედებით ეს შეთანხმებები პრაქტიკულად ფარატინა ქაღალდად აქცია. კორეული სახელმწიფოეის გაერთიანების სამხრეთ კორეულმა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი მოგვიანებით გააკეთებს რეაქციას ამ განცხადებაზე.

XS
SM
MD
LG