ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასტიმულირებელი  გეგმა  სენატის მიერ უფრო დაიხვეწება


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმედოვნებს,რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა სენატის მიერ უფრო დაიხვეწება და მხოლოდ მას მერე დაუბრუნდება პრეზიდენტს კანონის სახით ხელმოსაწერად. ოთხშაბათს წარმოადგენელთა პალატამ 819 მილიარდიანი ეკონომიკის მასტიმულრებელი გეგმა რესპუბლიკელთა მხრიდან მხარდაჭერის გარეშე მიიღო.მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ობამა კონგრესში ორმხრივი თანამშრომლობის იმედს მაინც არ კარგავს. რესპუბლიკელების აცხადებენ,რომ მასტიმულირებელ გეგმაში თანხები უმიზნოდაა განაწილებული და არ არის საკმარისი თანხები გათვლილი გადასახადების შემცირებაზე. სენატი გეგმის საკუთარ ვარიანტზე განაგრძობს მუშაობას და ცდილობს დახმარების გეგმაში გადასახადთა შემცირებისათვის დასახმარებელი დამატებითი 70 მილიარდი დოლარი შეიატანოს. კონგრესის ეს ორი პალატა უახოეს ხანებში გეგმის ორივე ვარიანტის შეჯერებაზე უნდა შეთანხმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მივა კანონი პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან საბოლოოდ ხელმოსაწერად.


XS
SM
MD
LG