ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონი რომელიც დაიცავს ნებისმიერ მოსამსახურეს დამქირავებლის მხრიდან  ხელფასის   არასამართლიან  გადახდაში


დღეს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელს მოაწერს ისეთი კანონის მიღებას,რომლის საფუძველზეც მოსამსახურეებს გაუიოლდებათ არასამართლიანი ანაზღაურების შემთხვევაში დამქირავებლის სახელზე სასამართლოში სარჩელი შეიტანონ . ახალი კანონი დაიცავს ნებისმიერ მოსამსახურეს დამქირავებლის მხრიდან ხელფასისარასამართლიან გადახდაში სქესის, რასის, რელიგიის, ეროვნების, ასაკის ან უუნარობის საფუძველზე. კანონი პასუხობს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დისკრიმინაციის შემთხვევაში, მოსამსახურეებს 180 დღის მანძილზე აქვთ უფლება დამქირავებელს უჩივლონ. ოპონენტების განცხადებით, ეს კანონი ძალზედ მტკივნეულად აისახება იმ დამქირავებლებზე,რომლებსაც ადრინდელი ბრალდებების საფუძველზე წლების მანძილზე გაგრძლებული სასამართლო პროცესები აქვთ. ლილი ლედბეთერის სამართლიან კანონად წოდებული ახალი კანონმდებლობა ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი ქალბატონის სახელს ატარებს. ლედბეთერმა თავის დროზე დამქირავებელს ბრალი იმაში დასდო,რომ მან ნაკლები ხელფასი მხოლოდ იმ მიზეზით დაუწესა, ლედბეთერი ქალთა სქესის წარმომადგენელი იყო. ლილი ლედბეთერმა უმაღლეს სასამართლოში ეს საქმე 2007 წელს წააგო.
XS
SM
MD
LG