ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პატრიარქად მიტროპოლიტი  კირილე აირჩია


რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პატრიარქად სმოლენსკისადაკალინინგრადის62 წლის მიტროპოლიტი კირილეაირჩია. რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთირთობების სათავეში ყოფნისას მან დააფიქსირა თავისი პოზიცია ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესახებ. საკითხი რომელიც მრავალჯერ წამოჭრილა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებში.

სამშაბათს საღამოს მოსკოვისქრისტემაცხოვრისსაკათედროტაძრში 16 ჯერ შემოჰკრეს ზარს, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ აირჩიეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მე16 პატრიარქი. მიტროპოლიტმა კირილემ ხმების 72 პროცენტი -ანუ 508 ხმა დააგროვა. სულ არჩევნებში 700 დელეგატი მონაწილეობდა.

მიტროპოლიტი კირილე იმ სასულიერო პირთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც 2005 წელს პროტესტი გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ დასკვნაზე,რომელშიც ეკლესიის მთავრობასთან ოფიციალურ ურთიერთობებზე იყო საუბარი .

მაშინდელ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სახელზე დაწერილ წერილში მიტროპოლიტი კირილი ეკლესიის დამოუკიდებლობას ნებისმიერ სახელმწიფო აპარატისგან.

სამშაბათის არჩევნებამდე სინოდის წინაშე გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიციამ რომ ეკლესია და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ერთმანეთის საქმეებში.მიტროპოლიტმა კირილემ განაცხადა

ჯერ -ჯერობით რუსეთში წარუმატებელია ეკლესიის ძალისხმევა დაკანონდეს მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები სახელმწიფო სკოლებში ან სისტემატიური ხასიათი მიიღოს არმიაში სასულიერო პირის ყოფნა.განაცხადა მიტროპოლიტმა კირილემ.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რელიგიისა და იურიდიული ფაკულტეტის უფროსის რომან ლუნკინის განცხადებით მიტროპოლიტი კირეილე ის პიროვნებაა, რომელიც ეკლესია- სახელმწიფოს ურთიერთობებში პირველ ადგილზე რუსეთის მართლმადიდებლობას დააყნებს.

მიტროპოლიტიმა კირილემ 2005 წელს შესთავაზა კანონმდებლებს მიიღონ კანონი რუსეთის ეკლესიის სახელმწიფო დახმარების შესახებ, რომელიც გულისხმობს გადასახადების გადახდისას პრივილეგიებს და საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიისთვის ჩამორთმეული საკუთრების საპატრიარქოსთვის დაბრუნებას.მას აგრეთვე სურს, რომ მართმადიდებლობა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად. აცხადებს რომან ლუნკინი

სახელმწიფო დეპარტამენტის 2008 წლის დასკვნაში აღნიშნულია ის ფაქტი რომ იეღოველებს, მორმონებსა და სხვა რელიგიის მორწმუნეებს რუსეთში არ აძლევენ მიწებს ეკლესიების მშენებლობისთვის. სამშაბათს თავის გამოსვლაში მიტროპოლიტმა დაადანაშაულა ზოგიერთი პროტესტანტი რადიკალურ მცდელობაში შეცვალოს ქრისტიანული მორალი.მაგრამ აქვე დასძინა რომ რუსეთის ეკლესია მზადაა ითანამშრომლოს საღადმოაზროვნე რწმენის წარმომადგენლებთან დასავლეთში გაბატონებული ურწმუნოების წინააღმდეგ.

თანამედროვე რელიგიური ცხოვრების ენციკლოპედიის დირექტორი სერგეი ფილატოვი აღნიშნავს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესებს საზვარგარეთ წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.ეს პრივილეგია არც ერთ სხვა რელიგიის წარმომადგენელს არ აქვს.რუსეთის ეკლესია აგრეთვე სარგებლობს სხვა პრივილეგიებითაც მაგალითატ ეკლესიას სახელმწიფოს სხვადასხავა ინსტიტუტებში და მედიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს მინიჭებული. საპასუხოდ ეკლესია თვალს ხუჭავს კრემლის წინააღმდეგობრივ „ სუვერენული დემოკრატიის “ პოლიტიკაზე. ესპოლიტიკა დასავლეთში მოისაზრება როგორც ავტორიტარული რეჟიმის შენიღბვა . სუვერენული დემოკრატიის იდეის ფუძემდებელი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

მიტროპოლიტი კირილეს პატრიარქად აღსაყდრება 1 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გავა.

XS
SM
MD
LG