ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტს უყრიან კენჭს



დღეს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას რვაას ოცდახუთ მილიარდიან ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტს უყრიან კენჭს. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა უმრავლესობას მხოლოდ საკუთარი ძალებითაც შეუძლია ამ კანონპროექტის მიღება, მაგრამ ობამას ძალზე სწადია რესპუბლიკელების მხარდაჭერის მოპოვებაც. გუშინ ბარაკ ობამა სკეპტიკოს რესპუბლიკელებს შეხვდა. ამ დროს კი სენატის კომისიამ მიიღო ზემოთქმული კანონპოექტი და მას სამოცდაათ მილიარდიანი გადასახადების შემცირებაც დაამატა. შედეგად ახლა სასტიმულო პაკეტი უკვე ცხრაას მილიარდ დოლარს აღწევს.

XS
SM
MD
LG