ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვმა კალინინგრადში ბირთვული რაკეტების განლაგების გადაფიქრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო



მოსკოვმა კალინინგრადში ბირთვული რაკეტების განლაგების გადაფიქრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

ამ ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა მოსკოვის გადაწყვეტილება, ცენტრალურ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებულმა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შეხედულებამ განაპირობა. ამერიკის წარმომადგენელმა ნატოში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ მოსკოვის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია იმ შემთხვევაში თუ სიმართლეს წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ინტერფაქსმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რუსეთს კალინინგრადში რაკეტების განთავსება არ გადაუფიქრებია და რომ ეს პროცესი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.

მოსკოვმა

XS
SM
MD
LG