ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადმა ობამას ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის ცვლილებისკენ მოუწოდა


ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკამ უნდა დაასრულოს ისრაელის მხარდაჭერა და სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა.

აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თავის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკა ხელს გაუწვდის ირანს თუკი იგი თავის სიჯიუტეს მოიშლის. აჰმადინეჟადმა უკვე განაცხადა, რომ იგი მიესალმება ამერიკის საგაერო პოლიტიკის ცვლილებას, მაგრამ ასეთი ცვლილება მისივე განცხადებით, ფუნდამენტური უნდა იყოს.

პრეზიდენტ ობამას წინამორბედმა, ჯორჯ ბუშმა თავის დროზე გამორიცხა დიალოგი თეირანთან, მას შემდეგ რაც ირანი არ დაემორჩილა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს ბირთვული პროგრამის შეწყვეტის თაობაზე.

XS
SM
MD
LG