ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ირანს აქვს კარგი შესაძლებლობა ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დაამყაროს ახალი ურთიერთობები ამერიკასთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. მან აგრეთვე დასძინა, რომ ექვსი წამყვანი ქვეყანა მომავალ კვირას გამართავს შეხვედრას რომლის დროსაც განიხილება ირანში ურანის გამდიდრების პროგრამის დახურვა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ობამას მიერ გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე.მაგრამ პირველი ნაბიჯი მაინც თეირანის გადასადგმელია. სახელმწიფო დეპარტამენტში მედიასთან გამართული საუბრისას მან აღნიშნა რომ ობამას გუნდი გეგმავს ირანის მიმართ ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკის გადახედვას და რომ შედეგები ბევრად იქნება დამოკიდებული თავად ირანზე.

„ირანს ეძლევა საკმაოდ კარგი შანსი, პრეზიდენტმა ალ არაბიას ტელევიზიისთვის მიცემულ იტერვიუში მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინა რათა ჩაერთოს გონივრულად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. მოხერხდება თუ არა ეს ამას თეირნის მომავალი ქმედებები უჩვენებს.“ აცხადებს კლინტონი

გაეროს უშიშროების საბჭოს 5 პერმანენტული წევრი და პლუს გერმანია ანუ P 5+1 ფორმატით გაეროს უშიშრიების საბჭოს წევრები მომავალ კვირას პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ბარაკ ობამას თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ.ისინი განიხილავენ ირანთან მოლაპარაკებებს ბირთვულ საკითხებზე. P5+1 ბუშის ადმინისტრაციის დიპლომატიურიძალისხმევაა , რომელიც ობამას პრეზიდენტობისასაც აქტიურად იმუშავებს.

მიუხედავად ბარაკ ობამას მიერ დაპირებული ცვლილებებისა, ყოფილი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკაში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დარჩება.როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ახალი ადმინისტრაცია პატივს სცემს ჩინეთის მეთაურობით ექვსი ქვეყნის მოლაპარაკებებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ.

ჩემის აზრით ექვსი ქვეყნის მოლაპარაკებები ძალზედ მნიშვნელოვანია. იგი არ იყო მარტო მონაწილე ქვეყნებისთვის სასარგებლო ფორუმი , რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი პრობლემის დაძლევას ემსახურებოდა, არამედ იყო ამ ფორუმის გარდა კიდევ ორმხრივი შეხვედრები ამერიკა -ჩრდილოეთ კორეას შორის.ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოდ ეს გზა, რომელიც ამავე დროს ეფექტურიცაა.

ახლადდანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აგრეთვე განაცხადა, რომ მოსალოდნელია ახალი პოლიტიკური ნაბიჯები ახლო აღმოსავლეთის მიმართ. მაგრამ ამაზე საუბარი მას სემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც აშშ-ს წარგზავნილი ამ რეგიონში ჯორჯ მიტჩელი დაბრუნდება ახლო აღმოსავლითიდან. ხოლო დროებითი ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ჰამასს შორის და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა ამერიკის ადმინისტრაციის მთავარი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანაა.


XS
SM
MD
LG