ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზას სექტორში ომის დამთავრების შემდეგ მოსახლეობა მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდება


ღაზას სექტორში ომის დამთავრების შემდეგ მოსახლეობა მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდება, მაგრამ ისრაელის მიერ საზღვრების დახურვა და დაპირისპირება ჰამასთან, ასევე პალესტინელებს შორის არსებული უთანხმოებები აძნელებს აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას. ისრაელის 22 დღიანმა დაბომბვებმა ღაზას სექტორში მიწასთან გაასწორა ყველაფერი. ეზბეჰ აბედ რაბოს დასახლებაში პატარა მაღაზიების და საცხოვრებელი სახლების ნანგრევებში სასკოლო სახელმძღვანელოები და ფეხსაცმელები ყრია. 72 წლის ხალიდ ჰასან სიამი საკუთარი სახლის დანგეულ კარიბჭესთან ჩამომჯდრა და გუსტკივილით ამბობს რომ არაფერი აქვს საერთო იმ ხალხთან ვინც ისრაელს რაკეტებს უშენდა, მუხედავად ამისა ისრაელის სამხედროებმა მთლიანად გაანადგურეს მისი საცხოვრისი.

სიამი ამ სახლში 1960 წლიდან მშვიდობიანდ ცხოვრობდა და არასოდეს ყოფილა ჩართული პალესტინელთა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ის თვლის რომ ისრაელის ბარბაროსულ აგრესიას არავიტარი გამართლება არა აქვს. მან თავისი თვალით ნახა როგორ გამოიყვანეს სახლიდან მისი მეზობელი ებრაელმა ჯარისკაცებმა და საკუთარი მშობლების თვალწინ დახვრიტეს.

XS
SM
MD
LG