ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიამ და შეერთებულმა შტატებმა მეკობრეობასთან ერთობლივი ძალებით ბრძოლის ხელშეკრულება დადეს


კენიამ და შეერთებულმა შტატებმა მეკობრეობასთან ერთობლივი ძალებით ბრძოლის ხელშეკრულება დადეს. ამ ხელშეკრულების თანახმად, ნაირობის კენიის სასაზღვრო წყლების მიღმა დაჭერილი მეკობრეების გასამართლების უფლება მიეცემა. შეერთებული შტატების ელჩმა კენიაში მაიკლ რენებერგერმა და კენიის პრემიერ-მინისტრმა რაილა ოდინგამ ხელსეკრულების ხელმოწერის შესახებ დღეს კენიის დედაქალაქ ნაირობიში მოწყობილი ერთობლივი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას განაცხადეს. ბატონი ოდინგას თქმით მეკობრეობა სერიოზულ პრობლემას უქმნის აღმოსავლეთ აფრიკის უშიშროებას და შედეგად კენიის ეკონომიკამ უკვე საკმაოდ იზარალა. მსგავსი ხელშეკრულება კენიასთან დიდმა ბრიტანეთმა უფრო ადრე გააფორმა. ამჟამად რვა დაკავებული მეკობრე მოელის სასამართლო პროცესის დაწყებას კენიის საზღვაო პორტ მომბასაში.

XS
SM
MD
LG