ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში  ნატოს კონტინგენტის 2 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


ავღანეთში ნატოს კონტინგენტის 2 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ნატოს წარმომადგენლების განცხადებით ინცინდენტი ავღანეთის სამხრეთით მოხდა. თალიბ მეამბოხეებთან შეტაკების დროს კოალიციური ძალების 2 ჯარისკაცი, ხოლო თალიბთა მხრიდან 5 შეიარაღებული პირი დაიღუპა.მართალია ნატომ დაადასტურა ნატოს 2 სამხედროს სიკვდილის შესახებ , მაგრამ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან გარდაცვლილები და აგრეთვე სხვა დეტალებს ისინი არ ახმაურებენ.ავღანეთის ეს რეგიონი თალიბთა ინტენსიური თავდასხმების ცენტრად იქცა ბოლო წლების განმავლობაში. ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით ჰელმანდის პროვინციაში ავღანელმა ძალოვნებმა ნატოს ჯარების ხელმძღვანელობით 5 მეამბოხე მოჰკლეს. ამასთან ორშაბათს კუნარის პროვინციის ღაზი აბადის ოლქში ჩასაფრებულმა მეამბოხეებმა 2 პოლიციელი გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG