ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზას სექტორში ხელახლა გაჩაღებულ შეტაკებებს, მსხვერპლი მოჰყვა


ღაზას სექტორში ხელახლა გაჩაღებულ შეტაკებებს, ისრაელელი ჯარისკაცის და პალესტინელი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. შეტაკებები მას შემდეგ განახლდა, რაც დღეს დილით პალესტინელებმა ღაზის საზღვართან მდებარე ისრაელის არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ბომბი ააფეთქეს. შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო სამი კი დაიჭრა. ებრაულმა საჯარისო შენაერთებმა, რომლებსაც სამხედრო ვერტმფრენები უჭერდნენ მხარს გადაკვეთეს ღაზას საზღვარი და პალესტინელ შეიარაღებულ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. ამ შეტაკების შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა. ზემოთქმული ინციდენტი ყველაზე სერიოზულია მათ შორის რაც 18 იანვარს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის სეტანხმების შემდეგ მოხდა.

XS
SM
MD
LG