ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოს ანჯელესის მახლობლად ექიმებმა მშობირობის დროს 8 ტყუპი მიიღეს


ორშაბათს ლოს ანჯელესის მახლობლად ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმებმა მშობიარობის დროს მოსალოდნელი 7 -ის ნაცვლად 8 ტყუპი მიიღეს. აქედან 6 ბიჭია და 2 გოგო. მშობიარობა საკეისრო კვეთით განხორციელდა და ბავშვები 5 წუთის ინტერვალით ამოიყვანეს. მშობიარობა 6 კვირით ადრე დაიწყო. თითოეული მათგანი იწონის 680 გრამიდან 1,5 კილოგრამამდე. 5 მათგანი დამოუკიდებლად სუნთქავს, სამი კი შეერთებულია რესპირატორთან. მშობიარობას 46 სამედიცინო პერსონალი ესწრებოდა და ერთ-ერთი ექიმის განცხადებით ის რომ მერვე ბავშვი არ გამოჩნდა ექოსკოპიის დროს გასაკვირი არ იყო ბავშვების დიდი რაოდენობის გამო.

საავადმყოფოს ოფიციალური პირების განცხადებით დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებებლია. იგი გეგმავს რვავე ბავშვის ძუძუთი კვებას.

XS
SM
MD
LG