ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტები   ერთი წლის მანძილზე  დეპორტირებული იქნებიან   სამშობლოში


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედს გამოთქვამს,რომ გუანტანამოს სატუსაღოში დაკავებულ ტერორისტთა უმეტესი ნაწილი ერთი წლის მანძილზედეპორტირებული იქნება საკუთარ სამშობლოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში . ამის შესახებვიცე-პრეზიდენტმაკვირას სატელევიზიო გამოსვლისასისაუბრა.თუ როემელიმე დაკავებული ტერორისტსსამშობლოშიდაბრუნებაზე უარს ეტყვიან,ისინი მაინც იძულებულები იქნებიან დატოვონ ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუანტანამოს სატუსაღოს ერთი წლის მანძილზე დახურვის ბრძანებას გასულ ხუთშაბათს მოაწერა ხელი.პრეზიდენტმა აგრეთვე მოითხოვა 245 დაკავებულის საქმეების გადახედვა, რათა დადგინდესდასჯის ზომები იმდაკავებულთათვის, ვინც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა. ზოგიერთი კანონმდებლის მხრიდან გუანტანამოს სატუსაღოს დახურვის ბრძანებას წინააღმდეგობა შეხვდა,რადგან ისინი თვლიან,რომ დაკავებულთა დიდი ნაწილი ძალზედ საშიში დამნაშავეა და მათი განთავისუფლება მიზანშეწონილი არაა.

XS
SM
MD
LG