ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა


ერაყში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. ამერიკელი სამხედროების თქმით, ვერტმფრენის კატასტროფა დრეს დილით, ქალაქ კირკუკის შორიახლოს მოხდა.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ის თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის ჩამოვარდნა, თუმცა ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგე არაფერ შუაშია. მიმდინარეობს გამოძიება. გასული წლის მიწურულს ერაყში სამი ამერიკული ვერტმფრენი ჩამოვარდა. 2007 წელს კი ერაყის სამხრეთში მომხდარ ვერტმფრენის კატასტროფას, ბორტზე მყოფი შვიდი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG