ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის პირველი კვირა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებით დაიწყო


შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის პირველი კვირა ოფისში ეკონომიკური პრობლემების მოგვარებით დაიწყო. დღეს შეერთებული შტატების ხაზინის მდივანიც შეიძლება დაამტკიცონ. სენატის დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა განაცხადა, რომ ხაზინის მდივნის პოსტზე წამოყენებული თიმოთი გეიტნერის კანდიდატურას კენჭი შეიძლება დღეს მოგვიანებით უყარონ. გეიტნერს რამდენიმე წლის წინ გადასახადების გადაუხდელობის გამო აკრიტიკებენ, თუმცა მოელიან, რომ ეს მის დამტკიცებას ხელს არ შეუშლის.

მიმდინარე კვირას პრეზიდენტი ობამა კანონმდებლებს რვაას ოცდახუთ მილიარდიანი ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის მიღებას მოსთხოვს. შეერთებული შტატების ეროვნული ბანკის საბწოს წევრები ხვალ და ზეგ საპროცენტო განაკვეთების საკითხს განიხილავენ.ახლადგამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლო სამ თვეს ხუტი პროცენტით შემცირდა. პრეზიდენტი ობამა დღეს ეკონომიკისა და ენერგიის საკითხების ირგვლივ სასაუბროდ სიტყვით გამოვა. მოელიან, რომ პრეზიდენტი რამდენიმე კანონპროექტზე ისაუბრებს, რომლებიც შტატებს ავტომობილების გამონაბოლქვის უფრო მკაცრი რეგულირების სასუალებას მისცემს.

XS
SM
MD
LG