ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებების ნიშნებს ვაშინგტონში  ყველგან  შეხვდებით


ბარაკ ობამას ინაუგურაციის დღიდან რამოდენიმე დღე გავიდა,მაგრამ ცვლილებების ნიშნებს ვაშინგტონშიყველგან შეხვდებით.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ხანა ჩვეულებრივად ფიცის დადებით დაიწყო.

„პირნათლად დავიცავდა შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას“

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ფიცმა მილიონობით ამერიკელს მოჰგვარა სიხარულისცრემლები.

ისტორიკოსთა და ექპერტთა განცხადებით, ინაუგურაციის ისტორიული მომენტი ალბათ არასდროს დაკარგავს თავის სიმძაფრეს.

პენეილ ჯოზეფი მასაჩუსეტშიბრანდეის უნივერსიტეტში შავკანიან ამერიკელთაკვლევის დარგში პროფესორია:

„ამერიკელმა ერმა თითქოსდა უზარმაზარი ტვირთი მოიხსნა. ვერ დაგპირდებით,რომ რასიზმი აღარ იარსებებს,მაგრამ უკვე დამკვიდრებული აზრი იმის შესახებ,რომ ამერიკისუმაღლეს პოსტზე შავკანიანი ვერასდროს მოხვდება - გაიფანტა“

ციტატის დასასრული

აღლუმებისა და საზეიმო დღეების შემდეგ პრეზიდენტი ბარაკ ობამაქვეყნის მეთაურის საქმიანობას შეუდგა.პირველი მნიშვნელოვანი ბრძანება,რაც პრეზიდენტმაგამოსცა გუანტანამოს დაკავების ცენტრის დახურვის შესახებ განკარგულებაა.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს,რომ მისი ადმინისტრაციის მიზანია ტერორიზმი დაამარცხოს.

„ჩვენ ამას დიდი გულისხმევითდაძალზე ეფექტურად განვახორციელებთდა ეს ყველაფერი ჩვენი ფასეულობებისა და იდეალების შესაბამისად მოხდება.“

ციტატის დასასრული

ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმ დანაპირებს შეასრულებს, რომელიც ამომრჩევლებს საარჩევნო მარათონის დროს მისცა. პრეზიდენტმაობამამ გუანტანამოს ციხის დახურვით მთელს მსოფლიოს დაანახა,რომ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებს შეცვლის.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამ განცხადებას რესპუბლიკელი კონგრესმენები უარყოფითად შეხვდნენ. ჯორჯიის სენატორმა საქსბი ჩამბლისმააღნიშნა:

„ გუანტანამოს ციხეში 245 ყველაზე საშიში და პირსისხლიანი ტერორისტი იხდის სასჯელს“

ციტატის დასასრული

რესპუბლიკელი კონგრესმენებიპრეზიდენტს სხვა საკითხთან დაკავშირებითაც დაუპირისპირდნენ . ეს გახლავთ ეკონომიკის გამაჯანსაღებელი 800 მილიარდიანი გეგმის დამტკიცება კონგრესში. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რესპუბლიკელთა დიდმა ნაწილმა პრეზიდენტ ობამასა და მის ახალ ადმინისტრაციას თანამშრომლობაზე მხარდაჭერა გამოუცხადა .

კოსერვატორთა რადიო-დისკუსიებში შოუს წამყვანმა რაშ ლიმბაუმამერიკის ახალი პრეზიდენტის შესახებდებატებისას განაცხადა:

„ამის დასასმტკიცებლად ბევრი ლაპარაკი არმჭირდება,მხოლოდ რამოდენიმესიტყვას გეტყვით: დარწმუნებული ვარ ,რომ ბარაკ ობამა ვერაფერს შეცვლის “.

ციტატის დასასრული

თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ მსგავსი პესიმიზმით განწყობილი ხალხი ამერიკაში უმცირესობას წარმოადგენს. ამერიკელების უმეტეს ნაწილს ვაშინგტონში სამომავლო ცვლილებების სჯერა. ჰილარი კლინტონმა სახელმწიფო მდივნის ფიცის დადების შემდეგ ასეთი სიტყვები წარმოსთქვა:

„მე ჩემს ახალ საქმიანობასპასუხისმგებლობის, აღტაცების და თანამშრომლობის გრძნობით დავიწყებ. ქალბატონებო და ბატონებო, მოდით შევუდგეთ მუშაობას, ღმერთი შეგვეწიოს!“

ციტატის დასასრული

ამერიკაში ახალი პრეზიდენტისგან ცვლილებების მოლოდინი ძალზედ დიდია, როგორც შინ, ასევე ამერიკის გარეთაც.

ბრანდეის უნივერსიტეტის პროფესორის პენეილ ჯოზეფის განცხადებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამასწარმატება დამოკიდებულია უნარზე, რომელიც მას სწრაფად შეაძლებინებსამერიკის დასუსტებული ეკონომიკა გააძლიეროს:

„თუ ეკონომიკის გაძლიერება პრეზიდენტის გამაჯანსაღებელი პაკეტის შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნით დაიწყება,მაშინ სხვაისეთ სფეროებში,როგორიცაა მედიცინა,განათლება ,გარემოს დაცვა და სხვა სფეროები ცვლილებები უფრო იოლად განხორციელდება.“

ციტატის დასასრული

პოლიტიკური ექსპერტისნორმან ორნსტეინის აზრით , პრეზიდენტმა ობამამ საარჩევნო კამპანიის დროსძლიერი პოლიტიკური თვისებები და უნარი გამოავლინა.მაგრამახლაობამას გუნდმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რათა პრეზიდენტმა ეს თვისებებიქვეყნის მართვაშიცგამოიყენოს.

„დღემდე პრეზიდენტმა ობამამ დაგვანახა,რომ მას შესწევს უნარი ადმინისტრაციასა და თეთრ სახლს შორის ურთიერთოება დაარეგულიროს.მაგრამ მომავალში მას ქვეყნის მართვას ევალება. ეს კისაარჩევნო მარათონი არ გახლავთ....“

ციტატის დასასრული

პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავისი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით შეუდგა სახელმწიფოს მართვას. ამერიკელებსმისი დიდი იმედი აქვთ, თუმცა არავინ იცის რამდენად შეძლებენ ისინიმოთმინებით დაელოდონ იმ პერიოდს, როცა ბარაკ ობამაქვეყნის შიდა ეკონომიკური პრობლემებს საბოლოოდ გადაწყვეტსდასაგარეო პოლიტიკისყველა საკითხს მოაგვარებს.

XS
SM
MD
LG