ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას გამარჯვებას შავკანიანი მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებს


ბევრი შავკანიანი ამერიკელი, რომელმაც სეგრეგაციის წლები გამოიარა ამეირკაში, ქვეყნის ახალ პრეზიდენტ ბარაკ ობამას იმედის თვალით შეჰყურებს.

იმ ხანდაზმული შავკანიანი მოსახლეობისთვის, ვისაც რასობრივი დისკრიმინაცია ახსოვს , ობამას გამარჯვება და აღმასვლა ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე, ოცნების ასრულებაა.

დღეს ჩვენს გადაცემაში საშუალება გვაქვს გავესაუბროთ ვაშინგტონში ერთერთი ადგილობრივი ეკლესიის მრევლს, რომლებიც შავკანიანი პრეზიდენტის არჩევას თავისი ხანგრძლივი ბრძოლის დასასრულად აღიქვამენ.

ეს ეკლესია 160 წლის წინ შავკანიანმა ამერიკელებმა დაარსეს. მაშინ მონობა ლეგალური იყო ამერიკაში.

შორიახლოს ბაზრობა მდებარეობდა, სადაც შავ მუშებს ჰყიდდნენ კიდეც.

ეკლესიის ქვევით საიდუმლო გზა გადიოდა, "მიწისქეშა რკინიგზის" სახელით, რომლის საშუალებით შავნკანიანი მონები ამერიკის ჩრდილოეთში, თავისუფლებაში გადადიოდნენ.

ერთი საუკუნის შემდეგ, რაც მონობა გაუქმდა, შავკანიანები მაინც თანასწორობისთვის იბრძოდნენ. თეთრების წინააღმდეგობა ხშირად სასტიკი იყო ამ გზაზე. შავები თეთრებისგან თითქმის ყველაფერში იყვნენ იზოლირებულები. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ჩვენს მიერ ნახსენებ ეკლესიაში, პასტორ ჯეიმს ტერელის სახარების სწავლების ყოველკვირეულ კლასებში დამსწრე ქალბატონებს, რომელბიც თავს დამცირებულად გრძნობდნენ.

ასეთი გამოცდილების მომსწრენი ყველგან არიან, თვით ამერიკის დედაქალაქშიც კი.

"ჩვენ ქალაქის ცენტრში რესტორნებში გვეკრძალებოდა შესვლა. ბოლოს გადავწყვიტე ჩემს მეგობრებთან ერთად გამეპროტესტებინა ეს ზომა, რათა საშუალება მოგვცემოდა სხვებთან ერთად საკვები გვეჭამა ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ჩვენ ასევე ცალკე თეატრები გვქონდა გამოყოფილი--თეთრები სხვაგან, ჩვენ კი ცალკე დავდიოდით."

მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ცნობილი სიტყვა "ჩემი ოცნება" 1963 წელს წარმოთქვა. მის გამოსვლას 250 ათასი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ის თეთრი მოსახლეობაც, რომლებიც ვაშინგტონში რასობრივი თანასწორობის მოთხოვნით ჩამოვიდნენ. მაგრამ იმათთვისაც კი, ვინც ამ გამოსვლას დაესწრო, მარტინ ლუთერი კინგის ოცნება წარმოუდგენელი იყო.

"ვერასდროს წარმომედგინა, რომ შავკანიანი ადამიანი ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა. ამაზე არც კი მიოცნებია, ლაპარაკი ხომ ზედმეტი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი რამ არასდროს მოხდებოდა."

შავკანიანი პრეზიდენტის არჩევა მრევლს სიხარულითა და სიამაყით ავსებს. თითქოს ყველა ერთად ცხოვრობს ამ ისტორიულ მომენტში, რომელმაც ნამდვილი ცვლილება უნდა მოუტანოს ქვეყანას.

"ეს გრძნობა ნამდვილად შეიმჩნევა არა მხოლოდ შავკანინი ამერიკელების წრეებში, არამედ მთელს ქვეყანაში. ამიტომაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარსულში არასდროს დავბრუნებით, და სამომავლოდ ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ."

ელეინ ნოლტონისთვის, ბარაკ ობამას მთელი მსოფლიოსთვის ახალი მესიჯი აქვს.

"მთელი მსოფლიოს ახლა ყურადღებით მოელის თუ რისი გაკეთება შეგვიძლია იმის შედეგ რაც პირველი დიდი ნაბიჯი ჩვენი თავისუფლების დაცვისა, გადაიდგა. დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ-რომ ეს ამერიკაა--თავისუფლების სიმბოლო, სადაც ნებისმიერ ადამიანს მიზნად დასახული ამოცანის მიღწევა შეუძლია."

XS
SM
MD
LG