ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრემიერ მინისტრი ვენ ჟიბაო ევროპაში მიემგზავრება


სამშაბათს ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ჟიბაო ევროპაში მიემგზავრება, სადაც გლობალური ეკონომიკის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებს დაესწრება. ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად დელეგიაციაში ვაჭრობის მინისტრიც იქნება წარმოდგენილი,რომელიც სავარაუდოდ ეკონომიკის,ვაჭრობის,ენერგიისა და მეცნიერების სფეროებში გაფორმებულ დოკუმენტებს მოაწერს ხელს. ვენის განცხადებით, ევროპის ტურნე ჩინეთისთვის იმ მხრივაცაა მნიშვნელოვანი,რომ ტიბეტის საკითხთან დაკავშირებული დაძაბული ურთიერთობა ბრიუსელთან შესაძლოა განიმუხტოს. გასულ თვეს ჩინეთმა პროტესტის ნიშნად ევროკავშირთან შეხვედრა გადადო იმ მიზეზით,რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ტიბეტის დევნილ სულიერ ლიდერს დალაი ლამას პოლონეთში შეხვდა.ჩინეთი აპროტესტებს უცხო ქვეყნების ლიდერთა ყველა შეხვედრას დალაი ლამასთან,რომელსაც პეკინი იმაში ადანაშაულებს,რომ დალაილამა ცდილობს ტიბეტმა დამოუკიდებლობა მოპოვოს.

XS
SM
MD
LG