ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტმა დაგმო ამერიკელთა მიერ განხორციელებული ოპერაცია ქვეყნის აღმოსავლეთში


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო ამერიკელთა მიერ განხორციელებული ოპერაცია ქვეყნის აღმოსავლეთში რასაც 16 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

პრეზიდენტის ეს განცხადება ავღანელთა საპროტესტო დემონსტრაციებს მოჰყვა, რომლებიც ლაგჰმანის პროვინციაში სამოქალაქო მოსახლეობის დაღუპვის გამო მიმდინარეობდა. კოალიციურმა ძალებმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური გამოძიების ჩატარება გადაწყვიტეს.

ამერიკელები ამტკიცებენ რომ მათ 15 მეომარი მოკლეს მათ შორის ერთი ქალი რომელსაც ყუმბარმტყორცნი ჰქონდა გადაკიდებული. თუმცა ავღანეთის ხელსიუფლების ინფორმაციით დაღუპულთა რაოდენობა 22 აჭარბებს და მათიუმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

XS
SM
MD
LG