თურქეთის ხელისუფლების განცხადებით ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მთებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. გუმუშანის პროვინციაში ზიგანას მთაზე მომხდარ ამ ტრაგედიას 7 ადამიანი გადაურჩა.მაშველები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით ცდილობენ თოვლში ჩამარხული ადამიანების მოძებნას. დაღუპულები ტრაბზონის ალპინისტური კლუბის წევრები იყვნენ.