ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა ბენედიქტმა აღუდგინა მღვდელთმსახურების უვფლება 4   ეპისკოპოსს


რომის პაპმა ბენედიქტმა აღუდგინა მღვდელთმსახურების უვფლება 4 ეპისკოპოსს, მათ შორის იმ ეპისკოპოსსაც რომლის განცხადებამ ჰოლოკოსტის შესახებ გამოიწვია ებრაელებს შორის დიდი უკმაყოფილება.

დღეს რომის პაპმა გამოაქვეყნა რეაბილიტაციის ბრძანება. 4 სასულიერო პირი განდევნილი იყო ეკლესიიდან რადგანაც მათთვის სასულიერო წოდების მინიჭება ვატიკანის ნებართვის გარეშე მოხდა. მათგან ერთ-ერთმა ბრიტანული წარმოშობის სასულიერო პირმა რიჩარდ უილიამსონმა გააკეთა რამოდენიმე განცხადება, იმის შესახებ რომ ჰოლოკოსტში მოკლულ ებრაელთა რიცხვის შესახებ არსებული მონაცემები გადაჭარბებულია. მისი თქმით გერმანელ ნაცისტებს არ მოუკლავთ 6 მილიონი ებრაელი და , რომ საკონცენტრაციო ბანაკში 300 ათასამდე ებრაელი დაიღუპა, მისივე განცხადებით მას არ სჯერა რომ ნაცისტები გაზის კამერებს იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG