ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ოლმერტმა ისრაელის იუსტიციის მინისტრს  სტხოვა დაეკომპლექტებინა შიდა სამინისტროს გუნდი


ისრაელის პრემიერ მინისტრმა შეკრიბა გუნდი რომელიც დაიცავს ქვეყანას ბრალდებებისგან , რომელიც ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამო შეიძლება წაეყენოს ქვეყანას.

ეჰუდ ოლმერტმა ისრაელის იუსტიციის მინისტრს დანიელ ფრიდმანს სტხოვა დაეკომპლექტებინა შიდა სამინისტროს გუნდი, რათა მომზადდეს სასამართლო დაცვა როგორც ოფიციალური პირებისთვის ისე სამხედრო პერსონალისთვის.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა მენაჩემ მაზუზმა კვირის დასაწყისში გააფრთხილა მთავრობა რომ მოსალოდნელია საერთაშორისო სასამართლო საქმეების გახსნა ისარელის წინააღმდეგ მათ მიერ ღაზას სექტორში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების გამო. როგორც გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტი რიჩარდ ფოლკი აცხადებს, არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ისრაელმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ჰუმანიტარული სტანდარტები. ფოლკმა განაცხადა, რომ ისრაელი შეტევებს ახორციელებდა დაუცველ, მშვიდობიან მოსახლეობაზე. იმისათვის რომ დადგინდეს ისრაელის მხრიდან ომის დროს ჩადენილი დანაშაული რიჩარდ ფოლკმა მოუწოდა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ. ისრაელი ამტკიცებს, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი რაც კი შეეძლოთ რათა თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი მშვიდობიან

XS
SM
MD
LG