ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს გუბერნატორი დევიდ პატერსონი თავის არჩევანს გამოაცხადებს


აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი სენატში ჰილარი კლინტონის მიერ განთავისუფლებულ ადგილზე კონგრესმენ კრისტინ ჯილიბრანდის დასახელებას გეგმავს. დღეს გუბერნატორი დევიდ პატერსონი თავის არჩევანს გამოაცხადებს.

ორი მიწვევის დემოკრატი კონგრესმენი ჯილიბრანდი ისეთი ცნობილი კანდიდატი არაა როგორც მისი ოპონენტები.ამ ადგილისთვის იბრძოდა ქეროლაინ კენედი, გარდაცვლილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ქალიშვილი, რომელმაც კანდიდატურა ამ თანამდებობაზე ოთხშაბათს მოხსნა.მიზეზად ქეროლაინ კენედიმ პირადი მიზეზები დაასახელა. ცნობილ კანდიდატად ამ ადგილზე ითვლებოდა აგრეთვე შტატის გენერალური პროკურორი ენდრიუ კუომო.


XS
SM
MD
LG