ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ ილი ფხენიანში ჩინეთის ელჩს  შეხვდა


ჩინეთის სახელმწიფო მედია აცხადებს რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ ილი ფხენიანში ჩინეთის ელჩს შეხვდა. დღევანდელი შეხვედრა აგვისტოს შემდეგ ბატონი კიმის უცხოელ დიპლომატთან პირველი ოფიციალური შეხვედრაა მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეის და ამერიკის შეერთებული შტატებაის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ ბატონ კიმმა ინსულტი გადაიტანა.

ჩრდილოეთ კორეა უარყობს ამ ფაქთს და ამის დასადასტურებლად არა ერთი ფოტო გამოაქვეყნეს რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინათ ბატონი კიმის ჯამრთელობის ფაქტი.

ჩინეთის სინხუას საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით ბატონი კიმი ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს შეხვდა. შეხვედრის სხვა დეტალები არ არის ცნობილი. მათივე განცხადებით ბატონ კიმმა ხუთშაბათს მოლაპარაკებები გამართა ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის პრემიერ მინისტრ კიმ იონგ ილთან. ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ახლო მოკავშირეა. ეს ორი მეზობელი ქვეყანა წელს დიპლომატიური ურთიერთთანამშრომლობის 60 წლისთავს აღნიშნავენ


XS
SM
MD
LG